Робота для біженців з України
საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: VGCC
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სამშენებლო მასალების კომპანიაში ვეძებთ ადგილობრივ და საერთაშორისო B2B გაყიდვების მენეჯერს, რეგიონული განვითარებისთვის.

პოზიციის მთავარი მიზანია სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და უზბეკეთში დაინტერესებულ პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეთანხმებების მიღწევა და მათთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრებიდან მიღებულ ლიდებთან კომუნიკაცია
** პოტენციურ პარტნიორებთან რუსულ ენაზე პროფესიონალური საუბარი
** ჩვენი პროდუქტების და პარტნიორობის პირობების მათთვის გაცნობა
** ონლაინ შეხვედრებისა და ქოლების დაგეგმვა
** ძლიერი ბიზნეს ურთიერთობებისა და ნდობის ჩამოყალიბება
** რეგიონული გაფართოების სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** რუსული ენის თავისუფლად ფლობა (აუცილებელი პირობა)
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი პირობა)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** თავდაჯერებული და პროფესიონალური საუბრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი (2000 ლარიდან ზევით)
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ნაწილობრივ დისტანციური
** შესაძლებლობა, იმუშაოთ სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბიზნესში
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@vgcc.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე