Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: რესტორანი ისტორია
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"რესტორანი ისტორია" არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის.

ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 9-საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: 1300-1500 ₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და გაცემა;
** კოქტეილების მომზადება რეცეპტურისა და სტანდარტების დაცვით;
** ბარის სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მაღალი სერვისის უზრუნველყოფა;
** სალაროსთან და POS სისტემასთან მუშაობა;
** ჭურჭლის, ინვენტარისა და ბარის მოწყობილობების მოვლა;
** სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე;
** კოქტეილების და სასმელების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება;
** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: hr.abanotubanigroup@gmail.com და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ".

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე