Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: აბანოთუბანი გრუფი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-17:00 სთ
ანაზღაურება: 1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამა ORIS-ში მუშაობა;
** საწყობების აღრიცხვა;
** პროდუქციის თვითღირებულებების აღწერები;
** სააღრიცხვო ჟურნალის კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებები;
** სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (ORIS);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია სარესტორნო სფეროს სპეციფიკის ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება;
** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: hr.abanotubanigroup@gmail.com და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ".

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე