Робота для біженців з України
მთავარი ენერგეტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე რძის პროდუქტების საწარმოში (თბილისი, ფონიჭალა).

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს უზრუნველყოფა ენერგორესურსებით (ელექტროენერგია, წყალი, გაზი)
** ენერგოსისტემების ტექნიკური მომსახურება (ტრანსფორმატორული ქვესადგური, საქვაბე, წყლის დამუშავების სისტემა)
** საწარმოს ელექტრო-ტექნიკური გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება
** ენერგომოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება
** ახალი დანადგარების მონტაჟში და ამუშავებაში მონაწილეობა
** ენერგოეფექტურობის პროექტების ინიციირება, შემუშავება და დანერგვა, რაც მიზნად ისახავს მოხმარების შემცირებას და ხარჯების ოპტიმიზაციას

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება საწარმოო/მრეწველობის სფეროში, სასურველია საკვები პროდუქტების წარმოება
** საშუალო და მაღალი წნევის კომპრესორების, ორთქლის ქვაბების ექსპლუატაციის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
** 1000 ვოლტზე მაღალი სიმძლავრის ტრანსფორმატორული ქვესადგურების ექსპლუატაციის ცოდნა და გამოცდილება
** ენერგოეფექტურობის პროექტების დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება
** წყლის დამუშავების (water treatment) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (სქემები, ნახაზები)
** პერსონალის მართვის გამოცდილება
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური ენა B2+ დონეზე
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 30 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე