|
დასახელება:
მარშრუტიზაციისა და გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარშრუტიზაციისა და გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელობს GTM (Go-To-Market) სტრატეგიის ფარგლებში მარშრუტიზაციის პროცესის დაგეგმვასა და ეფექტიან დანერგვას, ბიზნეს გეგმებსთან სრული შესაბამისობით.
** უზრუნველყოფს კლიენტთა სწორ სეგმენტაციასა და კლასიფიკაციას, ასევე შესრულების გეგმების შემუშავებას GTM -ის მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად.
** ახორციელებს მარშრუტებთან დაკავშირებული ძირითადი ინდიკატორების მონიტორინგს, გადახრების სიღრმისეულ ანალიზს და შესაბამისი კორექტირების ინიციატივების წარდგენას.
** წარმართავს სავაჭრო მარშრუტიზაციის პროცესის განვითარებასა და ორგანიზაციაში სრულფასოვან დანერგვას.
** მონაწილეობს გაყიდვების ეფექტიანი მართვის მხარდამჭერი ინსტრუმენტების (სისტემებისა და ანგარიშგების მექანიზმების) დიზაინსა და განვითარებაში.
** "Time Motion" მეთოდოლოგიის გამოყენებით ახდენს სავაჭრო გუნდებისა და მარშრუტების ოპერაციული ეფექტიანობის შეფასებას.
** უზრუნველყოფს უშუალო შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების, გაყიდვების მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებას, ტრენინგების ჩატარებასა და ფუნქციური მხარდაჭერას.
** კოორდინაციას უწევს დროის რესურსების ანალიზის დანერგვას, მიმდინარე მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებას ყველა ოპერაციულ მიმართულებაში, კლიენტთა ბაზის შესაბამისობის უზრუნველყოფასა და სტანდარტიზაციას.
** აერთიანებს და აანალიზებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორებს მაღალი ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის მქონე მარშრუტების გასავითარებლად; ამუშავებს ქმედით სამოქმედო გეგმებს და მხარს უჭერს კორექტირების ღონისძიებების იმპლემენტაციას GTM-ის მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად.
** უზრუნველყოფს ოპტიმიზაციის ინიციატივებსა და შესაბამის კორექტირებებს სავაჭრო გუნდების სამუშაო მეთოდოლოგიების დახვეწის გზით, მარშრუტების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
** აქტიურად მონაწილეობს ანგარიშგების სისტემების ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია საერთაშორისო FMCG კომპანიაში;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel და PowerPoint;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2+ დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 30 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|