|
დასახელება:
მძღოლი B,D კატეგორიით
|
| მომწოდებელი:
გარდაბნის თბოსადგური
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ტრანსპორტით განახორციელოს თბილისი-გარდაბანი/გარდაბანი-თბილისის მიმართულებით (თბოსადგურის ტერიტორიაზე და უკან) თანამშრომელთა გადაყვანა;
** დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების წესები და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ტერიტორია/მარშრუტი: ქ. თბილისიდან ქ.გარდაბნის მიმართულებით და პირიქით.
სამუშაო გრაფიკი: კომპანიის მიერ წინასწარ დამტკიცებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად.
ბენეფიტები:
** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი შეღავათიანი ტარიფებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა კატეგორია-B და D
გამოცდილება:
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ავტობუსზე)
აუცილებელი უნარები:
** საგზაო მოძრაობის, უსაფრთხოების ტექნიკის, და სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** სატვირთო ა/მ აგრეგატების დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობის თავისებურებების ცოდნა;
** წვიმიან და ნისლიან ამინდში მოძრაობის თავისებურებების ცოდნა.
მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივნისისა. გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შენიშვნა:
** კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|