Робота для біженців з України
მზარეული - დემი შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული - დემი შეფი
მომწოდებელი: Melting Pot
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
ბურგერ ბარი "Melting Pot" აცხადებს ვაკანსიას მზარეული - დემი შეფის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, აქვს ღია სამზარეულოში (Show Kitchen) მუშაობის სურვილი და მზად არის, ჩვენთან ერთად შექმნას საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.

ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქ.31
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5/2 განრიგი, 9 საათიანი სამუშაო ცვლები

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების მომზადება და ხარისხი: ბურგერების, სოუსებისა და გარნირების მაღალ დონეზე მომზადება დადგენილი რეცეპტურით. შეკვეთების სწრაფი და სტანდარტების შესაბამისი გაცემა.
** სექციის მართვა და მარაგები: სამუშაო ადგილისა და ინვენტარის სისუფთავის კონტროლი. პროდუქტების ნაშთების მონიტორინგი და დროული შეკვეთების მომზადება ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** გუნდურობა და კომუნიკაცია: სამზარეულის გუნდის წევრების დახმარება დატვირთულ საათებში. ყოველდღიურ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოლეგიალური ურთიერთობა.
** ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა: სამზარეულოსა და მოსამზადებელ ზონაში სანიტარული ნორმების, პირადი ჰიგიენისა და HACCP-ის სტანდარტების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სასურველია ბურგერებთან ან პრემიუმ კვების ობიექტებში მუშაობის პრაქტიკა.
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საფუძვლების კარგი ცოდნა.
** გამართული, ეფექტური კომუნიკაციისა და კოლეგიალური ურთიერთობების შენარჩუნების უნარი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
** დინამიკურ გარემოში, განსაკუთრებით ღია სამზარეულოში მუშაობის მზაობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული, გაიცემა თვეში ერთხელ.
** დამატებითი ბენეფიტები: უფასო კვება სამუშაო საათების განმავლობაში.
** უფასო ტრანსპორტირება ღამის 12:00 საათის შემდეგ.
** მყუდრო, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

hr@thearthouse.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სს "გობრონი ჯგუფი"-ს მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისშესებამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - hr@thearthouse.ge

დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

სს "გობრონი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე