|
დასახელება:
საწყობის მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნაბერაული
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"ნაბერაული" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საწყობის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი;
** პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების მართვა;
** მარაგების მუდმივი მონიტორინგი და ნაშთების კონტროლი;
** მომზადება და დისტრიბუციის პროცესის კოორდინაცია;
** პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** მარაგების ოპტიმალური დონის უზრუნველყოფა და დეფიციტის ან ზედმეტი მარაგების პრევენცია;
** ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება;
** საწყობის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობის, ლოჯისტიკის ან მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საწყობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
** MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
** საკუთარი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვა;
** კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
საკონტაქტო: info@ibercompany.ge
|
|
|
|