|
დასახელება:
აღმრიცხველ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მარშე
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00; ღამის ცვლა: ღამეგამოშვებით, 12 სთ - იანი სამუშაო ღამე;
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
** სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|