Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: როიალ თრეიდინგ გრუფ
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კერამიკული ფილების იმპორტიორი კომპანია შპს "როიალ თრეიდინგ გრუფ" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სფერო: სამშენებლო მასალები / კერამიკული ფილები
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის #38
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00
დასვენება: კვირაში 2 დღე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების შესრულება;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** პროდუქციისა და ოპერაციების პროგრამულად აღრიცხვა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების სურვილი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@royalhouse.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი"

დამატებითი ინფორმაციისთვის: 551 62 33 77.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე