|
დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ენმედიცი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N3 (ყოფილი წინანდლის ქ. N9-11)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს განსაზღვრა;
** პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში და ანგარიშსწორების განხორციელება მაღალი სიზუსტით, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** პირადობის მოწმობის, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისისა და საგარანტიო წერილის მონაცემების ბაზაში შეყვანა და გადამოწმება;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პაციენტის მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, არქივაცია და შენახვა დადგენილი წესების შესაბამისად.
დამატებითი მოთხოვნები
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 09:00-დან 15:00 საათამდე.
** ანაზღაურება: 1100 ლარი
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@enmedic.com.
სათაურის ველში მიუთითეთ: "მოლარე-რეგისტრატორი".
|
|
|
|