Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726079&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს კონტენტ მენეჯერს.

"ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.

თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისობის უზრუნველყოფა ოფიციალურ წყაროებთან;
** პროდუქტის დამატებისას ბაზაში გადამოწმება დუბლირების თავიდან ასაცილებლად;
** ფასების მონიტორინგი კონკურენტ საიტებზე;
** პროდუქტისთვის მინიმუმ 4-5 ხარისხიანი სურათის დამატება (ფოტოშოპის შაბლონის გამოყენებით);
** პროდუქციის განთავსება მენეჯერის მითითებით ან პრიორიტეტული სიების მიხედვით;
** კატეგორიებისა და ფილტრების კორექტირება საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობა;
** საოფისე პროგრამებისა და ვებ-პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება E-commerce მიმართულებით;
** Photoshop-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:ქ. თბილისი; დიღმის მასივი
სამუშაო ადგილი: ოფისი / დისტანციური (ონლაინ) — კანდიდატთან შეთანხმებით
ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@ultra.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:კონსულტანტი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია