Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ი ემ სი ქონთრაქთინგი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სამშენებლო კომპანია "ი ემ სი ქონთრაქთინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი შეფასება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში ყველა ინსტანციაში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სახელმწიფო უწყებებთან;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციისა და პროცედურების შემუშავება/განახლება;
** მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და სამართლებრივი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.

ლოკაცია: თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: nini.kekelia1994@gmail.com და სათაურში მიუთითეთ - "იურისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე