|
დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"G&A Group", ნახევარფაბრიკატების წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება და პირობები:
** ფიქსირებული ხელფასი - 1, 200 ₾;
** ბონუსი - 400 ₾-მდე
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 სამუშაო დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება სავაჭრო ობიექტებსა და პარტნიორ კომპანიებში;
** მიწოდების განხორციელება წინასწარ დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
** სატრანსპორტო საშუალების გამართული მდგომარეობის კონტროლი;
** პროდუქციის ჩაბარება შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
** ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის კონტროლი;
** მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
** კომპანიის სტანდარტებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს:
** რომლებსაც აქვთ C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** რომლებსაც აქვთ ექსპედიტორად ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ან დაგვიკავშირდით: +995 595 39 99 93
|
|
|
|