Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725976&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
ვაცხადებთ ვაკანსიას ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილის პოზიციაზე (ადმინისტრაციის მიმართულებით) კერძო უნივერსიტეტისთვის, რომელსაც მოწინავე ადგილი უკავია საგანმანათლებლო სფეროში.

პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, პრეზენტაბელურ, ენერგიულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გუნდისა და პროცესების მართვის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოზიციაზე გათვალისწინებულია მივლინებები
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 - 19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: 4000-5000 ლ. (Net)
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნესის სკოლაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების შეუფერხებელი და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბიზნესის სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმიზაციისა და განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;
** ბიზნესის სკოლის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო პროცესების ორგანიზება, საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და გუნდური მუშაობის მხარდაჭერა;
** სტუდენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და სტუდენტური საკითხების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** სტუდენტთა განცხადებების, მიმართვებისა და პრობლემური საკითხების განხილვა, შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა და მათი გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** სტუდენტურ საკითხებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ და აკადემიურ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** ბიზნესის სკოლის დოკუმენტბრუნვის, ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და შესაბამისი ანგარიშგების პროცესის კოორდინაცია;
** ბიზნესის სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ვადების, პრიორიტეტებისა და შესრულების მონიტორინგი;
** ბიზნესის სკოლის საერთაშორისო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** ბიზნესის სკოლის შეხვედრების, სამუშაო ჯგუფების, კომისიებისა და ადმინისტრაციული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ბიზნესის სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** ბიზნესის სკოლის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის შიდა ნორმატიულ აქტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან;
** დეკანის არყოფნის შემთხვევაში, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დეკანის ფუნქციების შესრულება;
** უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით, მოქმედი კანონმდებლობითა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი, სასურველია დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე;
** გუნდის და პროცესების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1/C2).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 17 ივნისისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM" (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია