|
დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
European Fertility Clinic
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"European Fertility Clinic" — ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის კლინიკა და რეპროდუქციული მედიცინის სპეციალიზებული ცენტრი თბილისში. ჩვენ ვახორციელებთ უნაყოფობის სრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ვეხმარებით პაციენტებს აისრულონ ოცნება და გახდნენ მშობლები.
ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მარკეტინგის სპეციალისტი რუსული და ინგლისური ენების ცოდნით.
ძირითადი მოვალეობები
** კლინიკის სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე;
** კლინიკის სამედიცინო სერვისების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება უცხოელი პაციენტებისთვის (ევროპა, აშშ, ჩინეთი);
** კლინიკის მონაწილეობის ორგანიზება საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში;
** ბაზრის, კონკურენტების და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების ანალიზი;
** სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა (ონლაინ და ოფლაინ);
** ვებგვერდთან მუშაობა: კონტენტის შექმნა, ვიზუალური გაფორმება და განახლება;
** სოციალური მედიის (SMM) მართვისა და განვითარების კონტროლი;
** მომხმარებელთა მოზიდვის ღონისძიებების ორგანიზება (ვებინარები, აქციები, პრეზენტაციები);
** პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა (სარეკლამო სააგენტოები, მედია, დიზაინერები და სხვ.);
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** სტრატეგიული აზროვნება;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** კრეატიულობა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** რუსული და ქართული ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ოფიციალურ დასაქმებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** სამუშაო გრაფიკს: 5/2, სრული განაკვეთი, ოფისში მუშაობა.
საკვანძო უნარები
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა;
** B2C მარკეტინგი;
** ბრენდის განვითარება და პოპულარიზაცია;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული სტრატეგიის მართვა;
** სტრატეგიული დაგეგმვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის II შესახვევი, №33
როგორ უნდა განაცხადოთ:
თუ გსურთ გახდეთ European Fertility Clinic-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: a.tikhonova@efclinic.ge
|
|
|
|