Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725963&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი
მომწოდებელი: Alaverdi Resort
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"ალავერდი რეზორტი Badagoni Hospitality" - ის ერთ-ერთი პროექტია. "Badagoni Hospitality" აერთიანებს რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს ერთიან კონცეფციაში და ქმნის სრულყოფილ სტუმართმოყვარეობის გამოცდილებას. მისი მიზანია ქართული ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის თანამედროვე სტანდარტებით წარმოჩენა. ღვინის კომპანია ბადაგონთან სინერგიით, ჩვენ ვქმნით უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც ავითარებს ღვინის ტურიზმს და აძლიერებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას.

ამჟამად ვაცხადებთ ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის პოზიციაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის სისტემატური ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება, რისკების პრევენცია და სათანადო რეაგირება დარღვევებზე, საჭიროებისამებრ
** საევაკუაციო პროტოკოლის შემუშავება/მუდმივი რედაქტირება და გაზიარება ობიექტის სრული მასშტაბით, პასუხისმგებელ პირებთან
** სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარების სტანდარტებისა და საევაკუაციო პროტოკოლის დაცვა, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში
** ობიექტის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომელთა სათანადო ინფორმირება/დატრენინგება
** კრიტიკული სიტუაციების, ინციდენტების, კონფლიქტებისა და სირთულეების მოგვარება სწრაფი და ეფექტური მეთოდებით, სწორი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების გზით
** კომპანიის ქონების (შენობა-ნაგებობა, ტერიტორია, ინვენტარი და სხვ.), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ობიექტის შიდა რეგულაციების დაცვით
** თანამშრომელთა წვდომების კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღება თანამშრომელთა/უცხო პირთა არაავტორიზებულ სივრცეებში დაფიქსირებისას
** თანამშრომელთა ხელშეწყობა უსაფრთხოების დეპარტამენტის კუთხით
** თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის მონიტორინგი, სათანადო პროცედურების განხორციელება სტანდარტების მიხედვით
** ვიდეომონიტორინგის განხორციელება, ხარვეზებისა და დარღვევების აღმოჩენა და სათანადო დროული რეაგირება; ობიექტის კამერების, სიგნალიზაციისა და სხვა ინვენტარის მონიტორინგი, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საჭირო ანგარიშების წარმოება/გაზიარება, ეფექტური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან, დაქვემდებარებულ პირებთან და ობიექტის შიდა/გარე საკონტაქტო პირებთან
** ეფექტური კომუნიკაცია სამართალდამცავ და სხვა მსგავს ორგანოებთან, მათ წარმომადგენლებთან, საჭიროებისამებრ
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები

უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

დაინტერესებულებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: epitashvilinat@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ჩვენ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია