Робота для біженців з України
მეჯალამბრე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეჯალამბრე
მომწოდებელი: იელთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს მეჯალამბრის პოზიციაზე.

ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.
ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.

"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზაინის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: დღიური 70 ლარიდან 80 ლარამდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთის მომზადება და სწორად დაბმა
** სწორი ტროსების შერჩევა: ტვირთის წონისა და ტიპის მიხედვით;
** საიმედო დაბმა: არმატურის კონების, ყალიბების (აპალოვკის) ან ხე-ტყის ისე დაბმა, რომ ჰაერში აწევისას მასალა არ დასრიალდეს, არ გადაყირავდეს და არ გადმოცვივდეს;
** დამცავი საფენების გამოყენება: ტროსების დაცვა ბასრი კუთხეებისგან (მაგალითად, არმატურაზე დაბმისას), რათა სიმძიმემ ტროსი არ გადაჭრას;
** ამწის ოპერატორისთვის მითითებების მიცემა: სწორი მინიშნებების გადაცემა რაციით კრანისტისთვის, რომელიც კაბინიდან ხშირად ვერ ხედავს დაბმის წერტილს;
** მთავარი პასუხისმგებლობა მოძრაობაზე: ამწის ოპერატორი ტვირთს ძრავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეჯალამბრე მისცემს ნიშანს;
** ტვირთის გაცილება და მიღება სართულზე;
** მიმართულების მიცემა დიდი ზომის ტვირთებზე (მაგ. ყალიბის ფარებზე) სპეციალური გრძელი თოკის მიბმა, რათა ჰაერში ატანილი ტვირთი ქარმა არ დაატრიალოს და მეჯალამბრემ მიწიდანვე აკონტროლოს მისი მიმართულება;

უსაფრთხო ჩამოხსნა:

** სართულზე ასული ტვირთის სწორად დადება, სტაბილურობის შემოწმება და კაუჭიდან მხოლოდ მას შემდეგ მოხსნა, რაც დარწმუნდება, რომ ტვირთი მყარად დევს და არ გადაყირავდება;
** ინვენტარის კონტროლი და უსაფრთხოება;
** ტროსების შემოწმება: ყოველი მუშაობის წინ იმის ნახვა, ხომ არ არის ტროსები გაცვეთილი, დაწყვეტილი ან დაზიანებული. დაზიანებული ინვენტარის გამოყენება კატეგორიულად იკრძალება;
** საშიში ზონის დაცვა: ტვირთის აწევისას სხვა მუშების გაფრთხილება, რომ არ დადგნენ დაკიდებული ტვირთის ქვეშ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltgroup.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მეჯალამბრე, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე