|
დასახელება:
რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კენ ვოლკერის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" თბილისის ფილიალის აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტის პოზიციაზე
რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა უშუალო მოვლაზე, უსაფრთხოებისა და აქტიური თანამონაწილეობის ხელშეწყობაზე.
მოვალეობები:
** დახვედრა და გაცილება: მომხმარებლის მიღება რეჰაბ კლუბში შემოსვლისას და მათი უსაფრთხო გაცილება დღის ბოლოს.
** კვებაში დახმარება: საკვების მიწოდება, მაგიდის გაწყობა და იმ ბენეფიციარების უშუალო გამოკვება, რომლებსაც აღენიშნებათ დამოუკიდებლად კვების სირთულეები.
** ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დახმარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისას.
** გასართობ აქტივობებში ჩართულობა: კოორდინატორთან ერთად დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობისას კლუბის მომხმარებლების წახალისება და დახმარება.
** ემოციური მხარდაჭერა: მომხმარებლებთან თბილი, პატივისცემით კომუნიკაციის დამყარება, მათი მოსმენა და პოზიტიური განწყობის შექმნა.
** გადაადგილებაში დახმარება: მობილობისათვის დამხმარე საშუალებების მომხმარებელ პირთა დახმარება სივრცეში გადაადგილებისას
** გარემოს წესრიგი: დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი
** კოორდინატორის ინსტრუქციების შესრულება: დღის მანძილზე წარმოქმნილი მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი და მობილიზებული
** მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობით
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზირებულ ტრენინგების გავლას.
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08.00-17.00 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტის პოზიცია.
|
|
|
|