|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
კენ ვოლკერის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მათი თანმხლები პირების ელექტრომანქანით მოკლე მონაკვეთზე (გაჩერებიდან კლინიკის შესასვლელამდე და უკან) ტრანსპორტირება;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი თანმხლები პირების დახმარება კლინიკაში შესვლასა და გამოსვლაში;
** ელექტრომანქანის გამართულობაზე პასუხისმგებლობა - ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მანქანის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური და მობილიზებული;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** პუნქტუალური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ტრანსპორტში ჩასმისა და გადმოყვანის უსაფრთხო ტექნიკის სწავლებას.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 08.30-17.30 სთ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი
|
|
|
|