Робота для біженців з України
რეაბილიტაციის კლუბის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეაბილიტაციის კლუბის კოორდინატორი
მომწოდებელი: კენ ვოლკერის კლინიკა
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" თბილისის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის კოორდინატორის პოზიციაზე.

რეაბილიტაციის კლუბის კოორდინატორის სამუშაო აღწერილობა მოიცავს ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო და სოციალურ მოვალეობებს. მისი მთავარი მიზანია ცენტრის მომხმარებლებისათვის უსაფრთხო, აქტიური და ღირსეული გარემოს შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლუბის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება: სამუშაო გრაფიკების, კვებისა და ლოგისტიკის ზედამხედველობა.
** გუნდის კოორდინაცია: დამხმარე პერსონალის მუშაობის წარმართვა.
** აქტივობების დაგეგმვა: მომხმარებლის ინტერესების მოკვლევა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის საჭირო კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება.
** კომუნიკაცია ოჯახებთან: მომხმარებელთა ოჯახის წევრებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება.
** შიდა უწყებებთან თანამშრომლობა: კლინიკაში არსებული სარეაბილიტაციო მიმართულებების კოორდინატორებთან და მიმართულების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია.
** დოკუმენტაციის წარმოება: დასწრების აღრიცხვისა და პროგრამული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია Excel ცოდნა);
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური და მობილიზებული;
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი;
** ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08.00-17.00 სთ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეჰაბ კლუბის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე