|
დასახელება:
შეფ-მზარეული
|
| მომწოდებელი:
ქართული რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
ვაკანსია: შეფ-მზარეული (Head Chef)
მდებარეობა: ძველი თბილისი, თბილისი
ახალი ქართული რესტორანი ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ შეფ-მზარეულს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს გუნდს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების სტანდარტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** მენიუს დაგეგმვა და განახლება;
** კერძების ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთებისა და მარაგების მართვა;
** საკვების თვითღირებულების (Food Cost) კონტროლი;
** სამზარეულოს პერსონალის შერჩევა, გადამზადება და მართვა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების (HACCP) დაცვა;
** ახალი კერძებისა და სეზონური შეთავაზებების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** Food Cost-ისა და მარაგების მართვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ახალი პროექტის შექმნაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: bubalaghadze1@gmail.com
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
|
|
|
|