|
დასახელება:
მერჩენდაიზერების ვაიზერი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"G&A Group", ნახევარფაბრიკატების წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერების ვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** მერჩენდაიზერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
** გუნდის მუშაობის ეფექტურობის შეფასება და შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
** KPI-ების განსაზღვრა, შესრულების კონტროლი და ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განლაგების, ფასების, ვადებისა და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** სავაჭრო ქსელებში პროდუქციის ხილვადობისა და წარმოდგენის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** მერჩენდაიზერების გადამზადება, განვითარება და მოტივირება;
** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური რეაგირება;
** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება;
** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მერჩენდაიზერების ან გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
** გუნდის მართვისა და განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
** KPI-ების მართვისა და შესრულების კონტროლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების მოტივირების უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
** ფიქსირებული ხელფასი - 2000 ₾;
** ბონუსი - 1400 ₾-მდე;
** ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია - 100 ₾;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 სამუშაო დღე.
დამატებითი მოთხოვნა:
** საკუთარი ავტომობილის ქონა სასურველია;
** სავაჭრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "მერჩენდაიზერების ვაიზერი".
|
|
|
|