Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725864&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** რეგიონალური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული, მონიტორინგის თანამშრომლების მიერ სავაჭრო ობიექტებში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ეფექტიანობის მუდმივი შეფასება (მონიტორინგი და ანალიზი);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის რაოდენობის, ნაშთების, ვადებისა და პოზიციონირების კონტროლის უზრუნველყოფა;
** კომპანიისა და კონკურენტი ბრენდების ბაზარზე წარმოდგენის მონიტორინგი და ანალიტიკა;
** ქსელის გაფართოების მიზნით, მონიტორინგის სპეციალისტების მიერ ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, სავაჭრო აგენტებისთვის ბრენდის ახალი პროდუქციის სავაჭრო ობიექტზე შეტანაში დახმარება;
** დარღვევების, ხარვეზებისა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რეესტრის წარმოება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
** აუდიტის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
** სამსახურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;
** სამოქმედო გეგმის შესრულების კონტროლი და დასახული შედეგების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** ანაზღაურება: 2000-დან 2500 ლარამდე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვ. ფონიჭალა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია