|
დასახელება:
დოკუმენტაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
LVP Globe Logistics
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
სამუშაოს აღწერა:
კომპანია "LVP Logistics" ეძებს პასუხისმგებლობიან და ოპერატიულ თანამშრომელს ფოთში, ოფისსა და ტერმინალში დოკუმენტაციის პროცესების სამართავად. სამუშაო ძირითადად მოიცავს ლოგისტიკური ოპერაციების დოკუმენტბრუნვას და ტერმინალის შიდა კოორდინაციას.
ვაკანსია: დოკუმენტაციის სპეციალისტი (Documentation Specialist)
მდებარეობა: ფოთი (ოფისი და ტერმინალი)
ხელფასი: 1000 GEL + მაღალი ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ტერმინალებთან მუდმივი კავშირის დამყარება და შენარჩუნება;
** კონტეინერებისა და ტვირთების მიღებაზე პირდაპირი კონტროლი;
** ტვირთების დოკუმენტაციის (Documentation) სრული და ზუსტი წარმოება;
** საზღვაო ხაზებთან (Shipping Lines) კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** ტერმინალიდან ტვირთის გატანისა და სატვირთო ავტომანქანებზე (trucks) დატვირთვის პროცესის ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ვეძებთ მოტივირებულ და დინამიურ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე გუნდის წევრს.
გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის ან მსგავს სფეროში;
უნარები:
** სწავლის სურვილი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა (აუცილებელია დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის).
რას გთავაზობთ?
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 GEL (ხელზე ასაღები);
** მოტივაცია: შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით მაღალი ბონუსები;
** განვითარება: პროფესიული გამოცდილების მიღება საერთაშორისო ლოგისტიკურ გარემოში და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
განაცხადის შეტანის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hrlvplogistics@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "Poti - Documentation".
|
|
|
|