Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725818&print=yes&view=jobs
 
მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდს: https://myo.ge

სამუშაო ადგილი: დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
** მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** ტექნიკური გუნდის დახმარება მარტივი საორგანიზაციო და გადაადგილების სამუშაოებში;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში მონაწილეობა, მათ შორის ნარჩენების გატანა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმღები ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია