|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
ჩვენ ვართ "ალტა" — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
"ალტა" მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში არსებული პროდუქციის რეალიზება;
** მომხმარებელთა მაღალ დონეზე მომსახურება კომპანიაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების განხორციელებამდე, აღნიშნული პროდუქტის ვარგისიანობის შემომწმება, მომხმარებლის თანდასწრებით მისი განყუთვა და შემდგომ ქარხნულად შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილი სხვადასხვა აქციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Zopcx25e
|
|
|
|