Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725757&print=yes&view=jobs
 
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე
ანაზღაურება: 750 ლარი [ხელზე ასაღები];

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია / ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან დარეკვა/დაკავშირება;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია