|
დასახელება:
ჰორეკას გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ორეი
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის და ერთჯერადი ჭურჭლის ასევე აქსესუარების სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის და მუყაოს პროდუქციას აწარმოებს.
პოზიციის დასახელება: ჰორეკას გაყიდვების მენეჯერი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება ჰორეკას მიმართულებით
** ახალ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება
** ჰორეკას მიმართულებით პარტნიორების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . ტელ:599150665.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|