Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725632&print=yes&view=jobs
 
შიდა კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა კურიერი
მომწოდებელი: Usa Auto
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
ამერიკული ავტონაწილების მაღაზია "Usa Auto" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: "Usa Auto"-ს ფილიალებს შორის შიდა საკურიერო მომსახურების გაწევა, კომპანიის მოპედით და მსუბუქი ავტომობილით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ავტომობილის და მოპედის მართვის გამოცდილება;
** მართვის მოწმობის B, B1 კატეგორია;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება 1500 ლარიდან;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** სამუშაო განრიგი-სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. ყიფიანის ქ.2

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Hrusaparts@gmail.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი".

შპს "USA Auto Parts" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "USA Auto Parts"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "USA Auto Parts" -ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "USA Auto Parts" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "USA Auto Parts"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია