Робота для біженців з України
პროექტების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების, დაგეგმვა, განხორციელება და დასრულების ეტაპების ვადების მონიტორინგი;
** პროექტის დეტალური გეგმის შემუშავება (ვადები, რესურსები, ბიუჯეტი) და შესრულების მუდმივი კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, პროგრესის შეფასება და შესაძლო რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა;
** შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან, რეგიონულ სამსახურებთან და გარე კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
** პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** პროექტის მიმდინარეობის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების წარმოდგენა და პროცესების ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო ან მომიჯნავე სფეროში);
** პროექტების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** სასურველია პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტის უნარი და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.06.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროექტების მართვის მენეჯერი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე