|
დასახელება:
ციფრული კომუნიკაციისა და AI სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ციფრული კომუნიკაციისა და AI სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების სტრატეგიული მართვა და განვითარების დაგეგმვა;
** კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება კომპანიის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისად;
** ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა და განთავსება, მათ შორის AI ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით;
** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის გენერაციის, რედაქტირების, პერსონალიზაციისა და პროცესების ავტომატიზაციის მიზნით;
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (ორგანული და ფასიანი);
** მომხმარებელთა შეტყობინებების, კომენტარებისა და უკუკავშირის მართვა კომპანიის სტანდარტების დაცვით;
** შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია ინფორმაციის დროულად და სწორად გავრცელების მიზნით;
** სოციალური მედიის ტენდენციებისა და AI მიმართულებით ახალი ინსტრუმენტების მუდმივი მონიტორინგი და დანერგვა;
** კომპანიის ერთიანი ბრენდული სტილისა და საკომუნიკაციო ტონის დაცვა ყველა ციფრულ არხში;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება შესრულებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციის ან მომიჯნავე სფეროში);
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT, Canva AI და სხვ.) გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება;
** კოპირაიტინგის უნარი და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია გრაფიკული/ვიდეო დამუშავების საბაზისო ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, კრეატიულობა და პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.06.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "AI სპეციალისტი"
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|