|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის მისიის, ხედვის და სტრატეგიის მხარდაჭერა;
კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის მართვა:
** ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა IFRS სტანდარტებისა და საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** სალარო და ბანკის ოპერაციების აღრიცხვა და ნაშთების სისწორის კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აღრიცხვა, ნაშთების სისწორის კონტროლი და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმებით ანგარიშსწორების განხორციელება;
** საწარმოო და არასაწარმოო მარაგების აღრიცხვა, ჩამოწერების კონტროლი და ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და ცვეთის დარიცხვა;
** მიღებული/გაცემული სესხების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** სესხებთან დაკავშირებული მისაღები/გადასახდელი პროცენტების აღრიცხვა;
** ხელფასების, ბონუსების (მათ შორის სხვა სარგებლის) და სადაზღვევო პრემიების გაანგარიშება, აღრიცხვა და კონტროლი;
** მივლინებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** კაპიტალის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი;
** საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისთვის საჭირო ყველა პირველადი დოკუმენტის სისრულის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ გაცემული და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გადამოწმება, დადასტურება და საბუღალტრო პროგრამაში დროული და სწორი ასახვა. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის შემოსავლების შესაბამისი დოკუმენტების სისრულის უზრუნველყოფა და გადამოწმება;
** კომპანიის ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის სისრულისა და სისწორის კონტროლი;
** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ შიდა პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მენეჯმენტის ინფორმირება, გამოსწორების ღონისძიებების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** ORIS 7 საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვის წარმოება, კონტროლი და პროგრამის ადმინისტრირება, მათ შორის, განახლებებისა და დანერგვითი პროცესების მხარდაჭერა.
საგადასახადო აღრიცხვა და შესაბამისობა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სიზუსტის უზრუნველყოფა და დადგენილ ვადებში წარდგენა;
** RS.ge პლატფორმის სრულად მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის შეტყობინებების, წერილების და განცხადებების დამუშავება;
** საგადასახადო და ბუღალტრული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ღონისძიებების შემუშავება;
** ხელშეკრულებების ანალიზი საგადასახადო რისკების იდენტიფიცირების მიზნით და მენეჯმენტის ინფორმირება.
პერიოდის დახურვა და ფინანსური ანგარიშგება
** ბრუნვითი უწყისის სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
** თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესების სრულყოფილი შესრულება;
** კომპანიის შიდა საბუღალტრო კონტროლის პროცედურების შესრულება;
** SARAS-ზე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა (II კატეგორია);
** მენეჯმენტისთვის ყოველთვიური საბუღალტრო/საგადასახადო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შესახებ ანგარიშის მომზადება.
დაქვემდებარებული პერსონალის მართვა
** დაქვემდებარებული ბუღალტრების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი და დადასტურება;
** საბუღალტრო გუნდის მართვა, სწავლება და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.
ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
** ყოველწლიური სავალდებულო ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და პროცესის მართვა;
** საგადასახადო აუდიტის პროცესის კოორდინაცია და კომპანიის ინტერესების დაცვა;
** საგადასახადო შემოწმებისა და დავების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროცესში სრული ჩართულობა.
აუცილებელი ცოდნა & უნარები
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ;
** Microsoft Office (Word, Excel);
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: careerholding1@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|