Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725594&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში

შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მუხიანი
სახელფასო რეინჯი: 950 ლარი (ნეტ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** სალაროსთან მუშაობა;
** სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია apex-ის პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** გამოცდილება არ არის აუცილებელი

პიროვნული მახასიათებლები:

** სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: R.Kvrivishvili@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00-დან 18:00-მდე) გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-კონსულტანტი თბილისი.

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია