Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725581&print=yes&view=jobs
 
მზარეული - ბურგერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული - ბურგერი
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის (ბურგერი) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, თვეში 22-23 დღე.
სმენები: 11:00-19:00, 14:00-22:00, 17:00-01:00/19:00-03:00.
ანაზღაურება: საათობრივი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 9 ლარი საათში, გამოსაცდელი ვადის შემდეგ 10 ლარი საათში. საშუალოდ 2000-2200 ლარი თვეში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ.N5.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით.
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა.
** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი.
** სამუშაო დღის დაგეგმვა,
** მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
** აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება.
** სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
** სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 5 97 900 005 მარიამი და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია