Робота для біженців з України
მძღოლი - B კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი - B კატეგორია
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ხელფასი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის/ტვირთის უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება
** განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით გადაადგილება
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის სწორად წარმოება
** პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში
** საწვავისა და ავტომობილის ხარჯების კონტროლი
** საგზაო მოძრაობის წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა
** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია
** ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც უშუალოდ კავშირშია მძღოლის პოზიციასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უნარი

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე