Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725534&print=yes&view=jobs
 
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" არის აბიტურიენტთა მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, რომელიც უკვე თვრამეტი წელია წარმატებით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სფეროში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აბიტურიენტთა მომზადებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პედაგოგთა შერჩევას. თითოეული კანდიდატი შეირჩევა კონკურსის წესით.

"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება სპეციალობით აუცილებელია.
** პედაგოგად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, საათობრივი დატვირთვა, კვირაში 2 დღე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: ტესტირება და გასაუბრება.
მეორე ეტაპი: ღია გაკვეთილის ჩატარება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს. 25 ივნისამდე გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancykegakademia@gmail.com

სათაურის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია