Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725530&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია აცხადებს სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ვეძებთ მოტივირებულ, პუნქტუალურ, პასუხისმგებლობის მქონე და განვითარებაზე ორიენტირებულ იურისტს.

რას შეგასწავლით სტაჟირების ფარგლებში?

** სუროგაციისა და რეპროდუქციული მედიცინის სფეროს სამართლებრივ სპეციფიკასა და რეგულაციებს;
** შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, რევიზიას, გაფორმებას და მოლაპარაკებებში ჩართულობას;
** კლიენტებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებსა (იუსტიციის სახლი, ნოტარიუსი და სხვა) და მესამე პირებთან სამართლებრივი ურთიერთობების მართვას;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ საქმეებზე დაყრდნობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადვოკატთა ასოციაციის ლიცენზია;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლება;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: businessride.hr@gmail.com

თქვენი რეზიუმე განიხილება მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამასთან, კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს და დამატებით განიხილოს თქვენი კანდიდატურა იმავე ან მსგავს პოზიციაზე რეზიუმეს მიღებიდან მომდევნო 8 (რვა) თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების აღნიშნული ვადით შენახვა და კანდიდატურის შემდგომი განხილვა, გთხოვთ, ამის შესახებ მიუთითოთ გამოგზავნილ შეტყობინებაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია