Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725494&print=yes&view=jobs
 
ფუდ-ფოტოგრაფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფუდ-ფოტოგრაფი
მომწოდებელი: Bolt Food
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
კომპანია "ბოლტ ფუდი" (Bolt Food) ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ ფოტოგრაფს ბათუმში, რომელიც პროფესიონალურად გადაიღებს პარტნიორი ობიექტების კერძებს.

თუ გიყვარს კერძების ესთეტიკურად გადაღება, გაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ეძებ დამატებით შემოსავალს მოქნილი გრაფიკით, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა!

სამუშაო გრაფიკი და დატვირთვა:

** მოქნილი სამუშაო დღეები: კვირაში 3 ფიქსირებული სამუშაო დღე
** დღიური დატვირთვა: ძირითადად 3 გადაღება დღეში.
** ხანგრძლივობა: თითო გადაღება გრძელდება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატი და განათება.
** აუცილებელია კერძების გადასაღები სხვადასხვა ფერის ფონები.
** ფუდ-ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ დაგვიკავშირდეთ?

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო (სასურველია ფუდ-ფოტოს მიმართულებით) ელექტრონულ მისამართზე: elene.milashvili@bolt.eu
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია