Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725434&print=yes&view=jobs
 
კურიერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: მაილაბი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
2023 წელს დაფუძნებული ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია "მაილაბი" აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს და თანამედროვე დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებს, რათა საქართველოში პაციენტებს სანდო, ზუსტი და ეფექტური ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

სამედიცინო ლაბორატორია "მაილაბი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის 39
სამუშაო დრო: შეთანხმებით;
სახელფასო სარგო: 700 (ნეტი)

მოვალეობები:

** მოთხოვნის საფუძველზე კლინიკებიდან ანალიზების ტრანსპორტირება;
** გზავნილების აღება და მასალის დაუყოვნებლივ მოტანა ლაბორატორიაში;
** მოთხოვნის საფუძველზე კლინიკებისთვის სამუშაო მასალის დროული მიწოდება (სინჯარები, მიმართვები და სხვა...)
** მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში, ექთნის ტრანსპორტირება, ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით;
** სახარჯი მასალების შევსება, ავტომობილში, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს (სინჯარები, მიმართვები, ასევე ექთნის მიერ მოწესრიგებული ჩანთის თან ქონის მუდმივი კონტროლი);
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანობა და მობილიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსებით);
** Fitpass - ში ჩართვის შესაძლებლობა;
** ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლება (ეხებათ ოჯახის წევრებსაც);
** სამუშაო პროცესში საწვავით უზრუნველყოფა.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;

კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელფოსტაზე: s.arjevanidze@mymedlab.ge;
შპს სამედიცინო ლაბორატორია "მაილაბი" დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. კომპანია მოტივირებულია და აკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: s.arjevanidze@mymedlab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა, 2026 წლის 30 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია