Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725430&print=yes&view=jobs
 
სომელიე-კონსულტანტი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სომელიე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი (Net)
ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ან განიხილება სტუდენტიც;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ღვინის პროფესიონალური პრეზენტაცია და დეგუსტაციების წარმართვა;
** პროდუქციის შეკვეთების და მარაგების მკაცრი კონტროლი;
** მომხმარებლისგან ინფორმაციის მიღება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება;
** ტურისტულ კომპანიებთან, გიდებთან და ტურ ლიდერებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ტურისტებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სომელიე-კონსულტანტი".
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია