|
დასახელება:
გაყიდვებისა და ზრდის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
TNET
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Head of Sales & Growth-ის პოზიციაზე.
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
** მართავს პარტნიორ კომპანიებთან end-to-end მოლაპარაკებების პროცესს და უზრუნველყოფს კომერციული შეთანხმებების წარმატებით დახურვას;
** განსაზღვრავს და მართავს გაყიდვების სტრატეგიულ მიმართულებას, პარტნიორობისთვის შერჩეულ კომპანიებსა და ინდუსტრიებზე ფოკუსით;
** უზრუნველყოფს გაყიდვების რეპორტინგს მხარეებთან (კომპანიაში და დამკვეთებთან)
** ხელმძღვანელობს და ავითარებს მის დაქვემდებარებულ გუნდს, აყალიბებს გაყიდვების სტილს და უზრუნველყოფს გუნდის პერფორმანსს და მიზნების შესრულებას;
** მონაწილეობს პროდუქტის განვითარების პროცესში;
** მონაწილეობს ბაზრის ანალიზსა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში;
** პასუხისმგებელია პროდუქტების გეგმების და მიზნების success rate ზე;
** მონაწილეობს პროდუქტის განვითარებასა და კომერციული მიმართულების ფორმირებაში;
** პასუხისმგებელია ბაზრის ანალიზზე და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების (Business Development) ან კომერციული მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება);
** სასურველია მარკეტინგულ ან სარეკლამო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:
** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა.
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|