Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725409&print=yes&view=jobs
 
შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: კაფე სისი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც ხარისხიანი პროდუქტი, გემო და სისუფთავე ერთნაირად მნიშვნელოვანია. ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და კრეატიულ შეფ-მზარეულს, რომელიც სრულად ჩაიბარებს სამზარეულოს მართვას, უზრუნველყოფს მენიუს სტაბილურად მაღალ ხარისხს და შექმნის ორგანიზებულ სამუშაო პროცესებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს სამუშაო პროცესების სრული მართვა, დაგეგმვა და ორგანიზება;
** არსებული მენიუს კერძების სტანდარტების მკაცრი კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, მენიუს განახლება, ახალი კერძების შემუშავება და დანერგვა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ნაშთებისა და მარაგების;
** სამზარეულოს გუნდის მართვა;
** სამზარეულოში სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის (HACCP) სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

რას გთავაზობთ:

** თანამედროვე, სრულად აღჭურვილ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** გრძელვადიან, სტაბილურ თანამშრომლობასა
** პროფესიული იდეებისა და კრეატივის რეალიზების შესაძლებლობას.

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2 (ვაკე)

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: sisitiflisi@gmail.com და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "შეფ-მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია