|
დასახელება:
გადაზიდვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ალტრიქს ლოჯისტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"ალტრიქს ლოჯისტიკა" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
"ალტრიქს ლოჯისტიკა" ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. კომპანიას აქვს დანერგილი მაღალი სტანდარტები, გამართული სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სრული ლოჯისტიკური მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისთვის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტიაა.
ჩვენ ვაერთიანებთ 150-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს. ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული მათგანის პროფესიული განვითარება, კომფორტული სამუშაო გარემო და კეთილდღეობა, რადგან გვჯერა, რომ დიდი მიზნები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.
საწყისი ლოკაცია: სამგორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 83ბ.
სამუშაო განაკვეთი : სრული, 09:00-დან 16:00-მდე (1 საათი შესვენება).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის მიწოდება/ჩაბარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტრიქს ლოჯისტიკა" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/J1ktxC7b
|
|
|
|