|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NB Dental
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. NB Dental - ადგილი, სადაც ზრუნვა, პროფესიონალიზმი და ემპათია ერთიანდება.
ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კლინიკის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მიმართულებას. ეს პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის, რომელსაც მოსწონს არა მხოლოდ იდეების დაგეგმვა, არამედ მათი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელება, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ
ძირითადი სამუშაო აღწერილობა:
** კლინიკის ყველა საკომუნიკაციო არხის მართვა და კოორდინაცია;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და აღსრულების მონიტორინგი;
** თვიური მარკეტინგული და კონტენტ კალენდრის დაგეგმვა;
** ორი სოციალური მედიის მენეჯერის საქმიანობის კოორდინაცია და მხარდაჭერა;
** კონტენტის, ფოტო და ვიდეო გადაღებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** პრინტ მარკეტინგული მასალების დაგეგმვა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ბრენდის ერთიანი კომუნიკაციისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** სხვადასხვა შიდა და გარე პარტნიორთან ეფექტური თანამშრომლობა.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
** ფლობს მარკეტინგის სფეროში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას;
** შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროექტის ეფექტურად მართვა;
** კომფორტულად თანამშრომლობს დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და მომწოდებლებთან;
** მიზნად ისახავს ბიზნესის ზრდის მხარდაჭერას ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პროფესიონალ გუნდს;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:
career@nbdental.ge. გთხოვთ, subject მიუთითოთ: "მარკეტინგის მენეჯერი".
|
|
|
|