Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725252&print=yes&view=jobs
 
ტრენერ-ფასილიტატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერ-ფასილიტატორი
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
თანდართული ფაილი: 354388_wvg_5424474.zip
ვორლდ ვიჟენ საქართველო იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს/კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ შერჩევაში, რომლის მიზანია ტრენერ-ფასილიტატორის შერჩევა ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარებისა და ფინანსური წიგნიერების განვითარების მიზნით. დეტალური ტექნიკური დავალება თანდართულია.

ხელშეკრულება გაფორმდება სათანადო კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე კონსულტანტთან/კომპანიასთან, რომელმაც წარმოადგინა ყველაზე კონკურენტული ფასი.

შერჩევა ტარდება ვორლდ ვიჟენის შესყიდვების ელექტრონული პორტალის მეშვეობით. დოკუმენტაციის სრულ პაკეტზე წვდომის მისაღებად, გთხოვთ, ელ. წერილი გააგზავნოთ მისამართზე: thea_Kvintradze@wvi.org, საგანში მიუთითეთ ტრენერი-ფასილიტატორი, ბიზნეს-წიგნიერება".

დაინტერესების გამოხატვის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივნისი, 18:00 საათი; წინადადების წარდგენის ვადაა - 2026 წლის 8 ივნისი, 16:00.

---------------------

World Vision საქართველო პარტნიორ ორგანიზაციასთან "ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან" ერთად, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს პროგრამას "სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა საქართველოში სიღარიბის დაძლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით". პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ყველაზე მოწყვლადი ოჯახების გაძლიერებას სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც საქართველოს ხუთ რეგიონში ხორციელდება: სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარის ა/რ. პროგრამის მთავარი განმახორციელებელი პარტნიორია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ოჯახების სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, მათი გადამზადებით პროფესიული მიმართულებით, აღჭურვით, დასაქმებით, სასიცოცხლო უნარების განვითარებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების გაძლიერებას და ისეთი უნარებით აღჭურვას, რაც მათ დაეხმარებათ პიროვნულ განვითარებაში, პროფესიის არჩევაში, ყოველდღიურ ეკონომიკურ/ფინანსურ ურთიერთობებში.

ტექნიკური დავალების მიზანია ისეთი ტრენერ-ფასილიტატორის შერჩევა, რომელიც სთავაზობს ახალგაზრდებს ქუთაისში ცოდნის მიღების ინტერატიულ და ინოვაციურ შესაძლებლობას სამაგიდო თამაშის მეშვეობით.

ხანგრძლივობა: 5 დღე
ასაკი: 14-17 წელი (16 ახალგაზრდა)
მოდული უნდა აერთიანებდეს ეკონომიკის საფუძვლების, სამეწარმეო უნარებისა და ფინანსურ წიგნიერების თეორიულ ნაწილს და უნდა ეფუძნებოდეს სამაგიდო თამაშს. ძირითადი თემა:

** რეალური ბაზრის მოდელი
** რესურსების დეფიციტი
** ბიზნეს ანალიზი
** არგუმენტირება და მოლაპარაკებები
** ინვესტიცია
** რისკი და სტრატეგიას

მოდულის სტრუქტურა (5 დღე × 3 საათი):

** მონაწილეები: 16 (4 მაგიდა × 4 მოთამაშე)
** ფორმატი: მოკლე თეორია → თამაში → რეფლექსია → პრაქტიკული დავალება

მიზანი: მოსწავლეებმა თამაშის პროცესში ამოიცნონ:

** რესურსების სიმცირე
** ბაზარი და ვაჭრობა
** მოლაპარაკება
** რისკი
** ინვესტიცია
** დივერსიფიკაცია
** ფულადი ნაკადი
** სტრატეგიული აზროვნება

ტრენერ ფასილიტატორის კომპეტენციები & დამატებითი პირობები:

ტრენერ ფასილიტატორმა უნდა შეაზავოს თეორიული და პრაქტიკული ნაწილი. მან უნდა ახსნას საბაზისო ეკონომიკური კატეგორიები/ტერმინები (მაგ: ბაზარი, ფული, ფასი, მოთხოვნა-მიწოდება და სხვა). ტრენერ ფასილიტატორი უნდა ფლობდეს:

** სამაგიდო თამაშების ფასილიტაციის მინიმუმ 3 წლიან გამოცდილებას;
** ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლების მეთოდებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას;
** აღნიშნული ინიციატივისთვის უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსი სამაგიდო თამაშის ჩათვლით;
** უნდა უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილი ფართით სამაგიდო თამაშის/სესიების გასამართად (16 მონაწილეზე გათვლით) და ასევე სივრცით მონაწილეთა მცირე კვებისთვის.

კანდიდატმა ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზება (კონკრეტული სამაგიდო თამაშის მითითებით) აღნიშნული მომსახურების თანხის მითითებით, რომელშიც არ შევა შემდეგი ხარჯი: მონაწილეების კვების, მონაწილეთა ტრანსპორტირების.

ჩატარების პერიოდი: 15-25 ივნისი, 2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია