Робота для біженців з України
მიმტანი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ყაზბეგია
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კაფე-რესტორანი "ყაზბეგია"/Kazbegya" ყაზბეგში აცხადებს ვაკანსიებს მიმტანის პოზიციაზე.

მიმტანის მოვალეობაში შედის:

** სტუმრის დახვედრა კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება).

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გამართული მეტყველება;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ყაზბეგი
** დაწყების თარიღი: სასწრაფოდ
** სამუშაო საათები: დილის 9-დან საღამოს 11-მდე, ცვალებადი გრაფიკით
** ხელფასი: დღეში 70 ლარი
** თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით და საცხოვრებლით.

კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: achonik@gmail.com ან დარეკოთ 599190141 577327039
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე