Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725228&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბერკეტი დიზაინი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კომპანია "ბერკეტი-დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის სფეროა გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://berketi.ge

პოზიციის აღწერა:

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი პასუხისმგებელი იქნება უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაციაზე, კომერციული შეთავაზებების დამუშავებასა და შესყიდვების პროცესის ორგანიზებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია
** კომერციული შეთავაზებების მოთხოვნა და შედარება
** ფასებისა და პირობების ანალიზი
** შესყიდვების დოკუმენტაციის ორგანიზება
** მიწოდებისა და ვადების კოორდინაცია
** საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B2 დონე (აუცილებელი მოთხოვნა)
** საქმიანი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დამატებითი ინფორმაცია

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** გამოსაცდელი ვადა: 4 თვე
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1200 ლარი, შემდგომ მზარდი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე:
hrberketi@gmail.com.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: https://berketi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია