Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=725186&print=yes&view=jobs
 
SAT-ის მათემატიკური ნაწილის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SAT-ის მათემატიკური ნაწილის მასწავლებელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას SAT-ის მათემატიკური ნაწილის მასწავლებლის პოზიციაზე.

მასწავლებლობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე, შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 10 საათი.
კლასები: X, XI, XII.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4.

აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნოს შემდეგ მეილზე: info@cea.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - SAT.

პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.
მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია