|
დასახელება:
დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
იელთი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
"იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1400 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დეპარტამენტის თანამშრომლების (დიასახლისების) ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** ოთახებისა და საერთო სივრცეების შემოწმება ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
** სამუშაო განრიგების შედგენა და რესურსების ეფექტური გადანაწილება;
** ახალი თანამშრომლების გადამზადება და ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** სამუშაო პროცესში ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი;
** დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის კონტროლი და მარაგების მართვა;
** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და ეფექტური რეაგირება;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირება;
** დაკარგული ნივთების აღრიცხვა და შესაბამისი წესით გადაცემა;
** სამრეცხაოსთან კოორდინაცია თეთრეულის მართვის პროცესში;
** თანამშრომლების დისციპლინისა და შრომითი სტანდარტების მონიტორინგი;
** ანგარიშგება მენეჯერთან ყოველდღიური/კვირეული შესრულებული სამუშაოების შესახებ.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|